home
category
tv live menu
EN
Loading data...

„თუ იმუნიტეტს ვაქცინით არ შევიქმნით, შემდეგ 2 თვეში მინიმუმ >2000 მოქალაქეს ელოდება covid-ით სიკვდილი“

„თუ იმუნიტეტს ვაქცინით არ შევიქმნით, შემდეგ 2 თვეში მინიმუმ >2000 მოქალაქეს ელოდება covid-ით სიკვდილი“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.


„ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!

ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!

შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება covid-ით სიკვდილი;

პირველი არჩევანის შემთხვევაში, შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე;

ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანსს აუცრელებთან შედარებით!

გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის: ამ დროისთვის სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30.8%. 11 ოქტომბერს საქართველოში სულ 6 817 ადამიანი აიცრა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები