მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ კარგად ვიმუშავებთ, ვაქცინაცია საქართველოში, შესაძლოა, 1,5 წელზე ნაკლებ დროში დასრულდეს - გამყრელიძე

6021772438e78
თამთა ჯიჯავაძე
08.02.21 21:37
2949
თუ კარგად ვიმუშავებთ ვაქცინაცია საქართველოში, შესაძლოა, 1,5 წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპების მხრივ სამაგალითოა ისრაელი, რომელიც დიდი ალბათობით აპრილ-მაისში დაასრულებს სრული მოსახლეობის ორჯერად ვაქცინაციას. შედეგად ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა ამ მხრივ მსოფლიოში, შემდეგ მას მოჰყვება, გამყრელიძის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს სურს წელს მოსახლეობის 60%-ის აცრა მოახერხოს.

გარდა ამისა, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გარანტირებულად, კონტრაქტის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოში უნდა შემოვიდეს 1 400 000 დოზა ვაქცინა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 20%-ზე - 700 000 ადამიანზეა გათვლილი.

„ეს ნაყიდია და უნდა შემოვიდეს. პირველ ეტაპზე შემოდის ლიმიტირებული - 29 250 დოზა Pfizer-ის, ეს იქნება ალბათ თებერვლის ბოლო დეკადაში. მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება ძირითადად AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა. ამას მოჰყვება ის ვაქცინები, რომლებიც განთავსდება COVAX-პლატფორმაზე, სადაც განთავსების პრეტენზია აქვს დღეს 5-7 ვაქცინას”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები