"ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორის არჩილ კონცელიძის განცხადებით, საბანკო სექტორისთვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკის სწრაფად ამუშავება და ტურიზმის გახსნაა. მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციასთან და ვირუსის კონტროლთან ერთად.
„აუცილებელია ქვეყნის კარგი პოზიციონირება. თუ კარგად გავაკეთებთ პოზიციონირებას და კარგად წავა ვაქცინაციის პროცესი, ტურიზმი 2-3 თვეში ამოქმედდება. გაზაფხულის სეზონზე ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ვფიქრობთ, აგვისტოსა და შემდგომის სეზონისთვის ქვეყანა მზად იქნება, რომ ტურიზმი იგივე მოცულობით მიიღოს, როგორც 2019-ში“, - განაცხადა კონცელიძემ.
მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსვლისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საპრივატიზაციო პროექტი, რასაც მთავრობა ბიზნესს სთავაზობს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ დღეს თბილისში ბიზნესს განახლებული პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება" წარუდგინა. სამთავრობო პროგრამის წარდგენა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა და მას საქართველოში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




























