მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო EU-ში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა - პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. ამის შესახებ ელჩმა საერთაშორისო კონფერენციის, „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, გახსნისას განაცხადა.

„გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ნათლად განაცხადეს. თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. ეს ძალიან ძლიერი გზავნილია“,- აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ და ვინაიდან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიღებულია, ახლა შედეგების დროა.

„ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო გზავნილებს ვაკეთებდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ, მომავალი ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზას გააგრძელებს.

"ვიმედოვნებ, 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება EU-ში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომას განაახლებს",- თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები