Ryanair-ის გენერალური დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, ომის დასრულების შემთხვევაში, კომპანია უკრაინაში ფრენებს საკმაოდ სწრაფად, ექვსი კვირის ვადაში აღადგენს.
როგორც ო’ლირი აღნიშნავს, მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს და ის იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, რაც Ryanair-ს საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Ryanair-მა და სხვა სამოქალაქო ავიახაზებმა უკრაინაში საქმიანობა 2022 წლის შემდეგ შეწყვიტეს, რაც უსაფრთხოების ზომებით იყო განპირობებული.