მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ომი ივნისამდე გაგრძელდება, ნავთობის ფასი 200 დოლარს მიაღწევს – Macquarie

ნავთობი

საინვესტიციო ბანკ Macquarie Group-ის ანალიტიკოსები გლობალურ ენერგობაზარზე ფასების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებენ. გავრცელებული ანგარიშის თანახმად, თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ივნისამდე გაგრძელდება, მაშინ ნავთობის ღირებულება ბარელზე 200 დოლარამდე გაიზრდება. ექსპერტთა განმარტებით, აღნიშნული სცენარის ალბათობა ამჟამად 40%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალია.

ფასების ზრდის მთავარ მიზეზად ჰორმუზის სრუტის შესაძლო ხანგრძლივი ჩაკეტვა სახელდება. ვინაიდან ამ საზღვაო გზაზე გლობალური ვაჭრობის მესამედი მოდის, მისი ბლოკირება მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის დეფიციტს გამოიწვევს. ბანკის ანალიტიკოსების მოსაზრებით, მიწოდების შეფერხება იმდენად მასშტაბური იქნება, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი გახდება.

Macquarie-ს ექსპერტები მოვლენების განვითარების უფრო ოპტიმისტურ ვერსიასაც განიხილავენ. მათი შეფასებით, 60%-იანი შანსია იმისა, რომ კონფლიქტი მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში, ენერგორესურსებზე ფასების დასტაბილურება და მათი ომამდელ ნიშნულთან დაბრუნება იქნება მოსალოდნელი.

ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ფასის 200 დოლარამდე გაძვირება გლობალურ ეკონომიკაზე მძიმე გავლენას მოახდენს და ის რეცესიის დაწყების წინაპირობა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები