მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ პროფესიონალები ქვეყნის დატოვებას გააგრძელებენ, საქართველოში დარგის მცოდნეები აღარ დარჩებიან - ჭუმბურიძე

63807e42cd3fb
მარიამ იზორია
25.11.22 13:45
1373
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე საქართველოში, მესამე კვარტალში, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და ის 15,6 %-ს შეადგენს. ოფიციალური დოკუმენტით, უმუშევრად სულ 251 000-მდე ადამიანი ითვლება, ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 000-ით ნაკლები ადამიანია.

საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ დასაქმების მიზეზით, საქართველოს უამრავი ახალგაზრდა ტოვებს, შესაბამისად, ეს ადამიანები უმუშევრობის სტატუსს ამცირებენ.

ჭუმბურიძის განმარტებით, ქვეყანას პროფესიონალები სჭირდება და თუ ასეთი ადამიანების ქვეყნის დატოვებას გააგრძელებენ, საქართველოში დარგის მცოდნეები აღარ დარჩებიან.

„ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესს თავისი გზა აქვს და ისინი დასაქმებულების რაოდენობას ზრდიან. მაგრამ აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, თუ რა პროცენტიდან ვითვლით უმუშევრების რაოდენობას. თუ იმას ჩავთვლით, რომ ათასობით ადამიანი ტოვებს დღეს ქვეყანას, ისინი უმუშევრობის სტატუსს ამცირებენ. შესაბამისად, უმუშევრობის ასეთი შემცირება ძალიან ცუდია. როგორ შემცირდა უმუშევრობის დონე 15%-მდე? როდესაც რეალურად იმდენი სამუშაო ადგილი არ შექმნილა და ამასთან, ქვეყნიდან წასულების რაოდენობა ძალიან დიდია. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. თუ პროფესიონალებმა დაცალეს ქვეყანა და დარგის მცოდნე აღარავინ დაგვრჩა, მაშინ ეს დიდი პრობლემაა და ამას ვერანაირად ვერ შევავსებთ უახლოესი 10-15 წელი“, - ამბობს სანდრო ჭუმბურიძე.