მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ რეგულაციები არ დავაწესეთ ქალაქი დადგება... მოძრაობა შენელდება და ეკონომიკაც შენელდება - დეპუტატი სატვირთო მანქანების გადაადგილების შეზღუდვაზე

დეპუტატი

თუ რეგულაციები არ დავაწესეთ ქალაქი დადგება... მოძრაობა შენელდება და ეკონომიკაც შენელდება - ასე უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის სანდრო რაქვიაშვილის შეკითხვას ბექა დავითულიანმა, რომელმაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თბილისის მერიის მიერ 2024 წლის იანვრიდან ქალაქის გარკვეულ ნაწილში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვის ინიციატივა წარადგინა.

"2012-13 წლებში, საქართველოში, თბილისში 400 ათასი მანქანა დადიოდა, დღეის მონაცემებით, ქალაქში ყოველდღიურად 650 ათასზე მეტი მანქანა გადაადგილდება. საცობი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე არის და ეს ტენდენცია მზარდია, ქალაქში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუ რაღაც რეგულაციები არ დავაწესეთ, ადრე თუ გვიან ეს ქალაქი დადგება, იქნება გამონაბოლქვი და არ იქნება მოძრაობა, მოძრაობა შენელდება და საბოლოო ჯამში შენელდება ეკონომიკაც, აღნიშნული რეგულაციებით ვცდილობთ, რომ საცობები არ იყოს ისეთი რთული და ძნელად გადასატანი, როგორც დღეს უკვე არის. რეგულაციებით შევძლებთ, რომ ბეტონის მანქანამ, შუადღის საცობში არ იაროს ზუსტად იქ სადაც ყველაზე დიდი საცობია - თუ სპეც ნებართვა არ იქნება გაცემული მუნიციპალიტეტისგან", - დასძინა მან.

ამასთან, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოში ჩამოსულმა უცხოელმა ექსპერტებმა გაწერეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ნელ-ნელა უნდა დაწესებულიყო შეზღუდვები და აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ქვეითებზე, შემდეგ ეკომეგობრულ ტრანსპორტზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ბოლოს ავტომობილებზე

“ჩვენს პოლიტიკოსებს გზების გაფართოება და ინფრასტრუქტურის შეცვლა ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი ეგონათ, თუმცა, გვყავდა ბევრი სპეციალისტი, რომელსაც მეგაპოლისში უმუშავია და თქვეს, რომ ეს არის დაღუპვის გზა - ინფრასტრუქტურის შეცვლის შემდეგ დიდი გზები იჭედება, შესაბამისად, დაგვიწერეს გეგმა, რომ ნელ-ნელა აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვეითებზე, შემდეგ ეკომეგობრულ ტრანსპორტზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და უკანასკნელია აქ ავტომობილი. ჩვენ ვიცით, რომ ამ შეზღუდვებით კერძო ავტომობილებს დისკომფორტს ვუქმნით, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შევუქმნათ უკეთესი პირობა და ყოველდღიურ მოხმარებაში ავტომობილის წილმა დაიწიოს,ამის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული შეზღუდვა შეეხება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ანუ მხოლოდ M2 და N1 ტრანსპორტის მოძრაობა იქნება დასაშვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები