მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ [რუსული კანონი] მიიღეს და ძალაში შევიდა, დონორები არც სამთავრობო ინსტანციებს არ დააფინანსებენ“

გუგულაშვუილი

თუ ისე მოხდა, რომ კანონო მიიღეს და ძალაში შევიდა, დონორები აღარ დააფინანსებენ, მათ შორის არც სამთავრობო ინსტანციებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მრჩეველმა, თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „საქმის კურსის“ ეთერში სტუმრობისას თქვა, ეს იზოლაციაში მოაქცევს ქვეყანას და ეს თავის მხრივ მხოლოდ რუსეთისთვის იქნება მოგებიანი.

„კანონის მიღებით ჩვენი უსაფრთხოება პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - თქვა მან.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში კვლავ, რომ კანონპროექტის მეორედ დაინიცირებულიყო, გუგულაშვილმა უპასუხა, რომ „ამის შეფასება რთულია, თუმცა ბრიუსელში ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი რეჟიმები იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს“. გუგულაშვილმა მაგალითად მოიყვანა ყირგიზეთი, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს.

„ერთი რამ, რასაც ბრიუსელში, კულუარებში გაიგონებთ არის ის, რომ მათ არ გაკვირვებიათ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიტყვით დარღვევა, მიჩვეული არიან, რომ ოცნება პირობებს არ ასრულებს, მაგრამ ამავე დროს ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი დღეს, ამ შემთხვევაში იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც საქართველო იმყოფება, არის ძალიან საშიში. ბრიუსელის კულუარებში ერთ-ერთი ვერსია ამ კანონის შემობრუნების არის ის, რომ მოსკოვიდან არის გაცემული მსგავსი დავალებები. ამ კანონის შემოტრიალება ერთსულოვნად აღიქმება, რომ მოხდეს ამ კანონის დასუსტება, რომ ვერ მოახდინონ არჩევნებზე დაკვირვება და მოხდეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. აშკარაა, რომ რუსეთის გავლენა ჩვენს მთავრობაში არის აშკარა, რადგან ჩვენს სამეზობლოში არსებული ტენდენციის ასახვა არის ეს საქართველოში“, - განაცხადა გუგულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები