„თუ სახელმწიფო კურსი არ შეიცვალა, ინტერესი აღმოსავლეთიდან გაიზრდება", - ამის შესახებ BM.GE-სთან ბიზნესმენმა, გიორგი მორდეხაშვილმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და რისკების შეფასებისას განაცხადა, რომელიც იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ სახელმწიფო კურსს არ შეიცვლის.
მორდეხაშვილის ინფორმაციით, თუ სახელმწიფო კურსი არ შეიცვლება, ინვესტიციების ინტერესი აღმოსავლური ქვეყნებიდან გაიზრდება.
"თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, აღმოსავლური სამყაროსთვის უფრო საინტერესო დავრჩებით, ვიდრე დასავლური სამყაროსთვის. ეს არის არჩევანი და იმედია, რომ ჩვენი არჩევანი დასავლური სამყაროსკენ იქნება. თუმცა, მე საკითხს მაინც ბიზნესურად ვუყურებ, რომ ბიზნესი ყოველთვის გამონახავს გამოსავალს და მაინც არ გაჩერდება. უბრალოდ, სწორი არჩევანის გაკეთება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ სახელმწიფო კურსს არ შეიცვლის, ინტერესი უფრო მეტად აღმოსავლეთიდან გაიზრდება, ვიდრე დასავლეთიდან, მათ შორის ჩინეთიდან, რომელთანაც აქტიური მუშაობა მიდის. ამაში შეიძლება ცუდი არაფერი არ იყოს, თუ სწორ ბალანსში იქნება, მაგრამ თუ მოხდება აღმოსავლეთისკენ მკვეთრი გადახრა, ეს ძალიან სერიოზულად შეცვლის საქართველოს ბიზნესკლიმატს“, - ამბობს მორდეხაშვილი.