მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თუ სამშენებლო სამუშაოები წელს არ დავიწყეთ, ენერგეტიკაში ჩამორჩენილ ქვეყნად გადავიქცევით” - გიორგი მირცხულავა

ჰესი

"ბემონის“ მმართველი პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში რეალური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობს. გიორგი მირცხულავას განცხადებით, მეზობელი ქვეყნების აქტიური ინვესტიციების ფონზე, საქართველომ საკუთარი ენერგორესურსების ათვისება და გენერაციის ობიექტების მშენებლობა წელსვე უნდა დაიწყოს, რათა რეგიონში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.

“თქვენთან ეთერებში მაქვს ნათქვამი, რომ რაღაც გამოღვიძება დაიწყო ენერგეტიკაში და მერე ისე არ განვითარდა მოვლენები, როგორიც საჭიროა. ამ სიტუაციაში მაინც ოპტიმისტი ვარ იმიტომ რომ მიმაჩნია, სხვა გამოსავალი ჩვენ ქვეყანას არა აქვს. ჩვენ თუ არ დავეწიეთ, არ გავასწარით ჩვენს მეზობლებს იმ განვითარებაში რაც ენერგეტიკას სჭირდება, ვგულისხმობ ყველა რესურსს ჩვენს ქვეყანას რაც გააჩნია, თუ არ განვავითარეთ და დავიწყეთ რეალური სამშენებლო სამუშაოები წლევანდელ წელს... გადავხედოთ აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს, რუსეთს დარწმუნებული ვარ იქაც მიდის ინვესტიციები ენერგეტიკის მიმართულებით. ჩვენ თუ არ დავასწარით და უფრო ფეხზე არ დავდექით, გადავიქცევით ძალიან ჩამორჩენილ ქვეყნად ამ დარგში”, - აცხადებს გიორგი მირცხულავა BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები