მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ სამშენებლო სექტორი გადარჩენის სტადიაში გადავა, სამუშაო ადგილები შემცირდება" - ბიქეი ქონსთრაქშენი

62412db959210
სალომე ჭიპაშვილი
04.04.22 09:48
929
„თუ სამშენებლო სექტორი გადარჩენის სტადიაში გადავა, სამუშაო ადგილები შემცირდება“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველმა პარტნიორმა, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

„ეს რომ არ მოხდეს, პრევენციისათვის ვფიქრობ, სახელმწიფომ კრიტიკულად მნიშვნელოვან სამშენებლო მასალებზე, საუბარია არმატურასა და ლითონზე, კონკრეტული ფასი უნდა დააფიქსიროს. ამ მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი მოგეხსენებათ უკრაინა იყო და ახლა არსებული ომიდან გამომდინარე, მოწოდების პრობლემაა, შესაბამისად მასალებზე ფასები 20%-ით არის გაზრდილი, რაც კომპანიებზე ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად მოქმედებს. ამ შემთხვევაში ბიზნესები მოგებას დაკარგავენ და გადარჩენის ეტაპზე გადავლენ. საუბარია ათი ათასობით უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი ტონა არმატურის ფასი დაახლოებით 900 დოლარი იყო, ახლა კი 1 150 დოლარია.

„ბიქეი ქონსთრაქშენის“ შემთხვევაში უფრო მარტივადაა საქმე, რადგან არმატურის ორ მესამედს თავად ვაწარმოებთ. შეგვიძლია ორი, სამი, ექვსი თვემოვითმინოთ, თუმცა გლობალურად სექტორისთვის ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ „ბიქეი ქონსთრაქშენი“ დეველოპერულ კომპანიასთან ერთად, სამშენებლო მასალების წარმოებითაც არის დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები