თუ საქართველო ამავე გზაზე დარჩება, ეს საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირში მის მომავალს - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა აქციებზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებისა და უცხო ქვეყნების დიპლომატების შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.
"ჩვენ დაკავებულთა ოჯახების შემაშფოთებელი ჩვენებები მოვისმინეთ. თუ საქართველო ამავე გზაზე დარჩება, ეს საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირში მის მომავალს და გააუარესებს გერმანიასთან ურთიერთობას. ამ პატიოსან შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვიძლევი, რომლის შესახებაც ყველამ იცის ჩემგან და რაც დადასტურებულია.
სიცხადისთვის: მე გერმანიის მთავრობაში 39 წელი ვმუშაობდი და ინსტრუქციები მივიღე მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და არა რაღაც გამოგონილი Deep State-დან", - წერს ფიშერი.
1/2 @PLinGEORGIA, we heard alarming testimony from families of detainees. If 🇬🇪 stays on current path, it risks its EU future & worse relations with 🇩🇪. I give this honest assessment out of respect & friendship to 🇬🇪, which everyone knows from me and which is well documented... pic.twitter.com/BLQ5BZuY0y
— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 7, 2025