მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ საქართველო მზად არ არის ვალდებულებების შესასრულებლად, მაშინ უნდა დავსვათ ასოცირების ხელშეკრულების საკითხი - ბუდრისი

კესტუტის ბუდრისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროკავშირმა დააგვიანა „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირება.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებამ თუ შეიძლება ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი ისევ დღის წესრიგში დააყენოს.

"ჩვენ დავაგვიანეთ. უკვე დაგვიანებულია. ერთ წელზე მეტია, რაც ლიეტუვამ წამოაყენა სანქციების დაწესების წინადადება ევროკავშირის დონეზე ისევე, როგორც ეს ჩვენ ეროვნულ დონეზე გავაკეთეთ და ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი. ერთი წლის შემდეგ არსებულ ვითარებას რომ ვუყურებთ, როდესაც საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უკან იხევს აი, ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვმოქმედებდით. ეს არის მიღებული შედეგი.

საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. მათ აიღეს ვალდებულება, დაიცვან დემოკრატიული სტანდარტები და ამ ვალდებულებების შესრულება მათზეა დამოკიდებული. თუ ისინი ამისთვის მზად არ არიან, მაშინ ჩვენ უნდა დავსვათ ასოცირების შეთანხმების ან კანდიდატის სტატუსის საკითხი. მოდით, დავასრულოთ ეს პროცესი და შემდეგ უკვე სხვა რეალობაში ვიქნებით", - განაცხადა ბუდრისმა.

დღეს, 21 აპრილს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები