საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ პეტრ პაველსა და სხვა წამყვან პირებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ინტერვიუ “რადიო თავისუფლების” პრაღის ოფისსაც მისცა, სადაც მას 2024 წლის არჩევნებზეც ჰკითხეს.
კერძოდ, “რადიო თავისუფლება” წერს, რომ საქართველო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით საბჭოთა კურსის გზაჯვარედინს უახლოვდება. სალომე ზურაბიშვილი კი მმართველ პარტიას საქართველოს ევროპული მომავლისა და დემოკრატიის “მკვლელობის მცდელობაში” ადანაშაულებს.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა თავად სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსის დასაბრუნებლად იგი თავის საპრეზიდენტო ვადას, რომელიც 2024 წლის არჩევნებს სცდება, ბოლომდე მიიყვანს.
“თუმცა, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, მე ყველაფერს განვიხილავ”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.