მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ სახლში არ დარჩებით, არც მედპერსონალი გვეყოფა, არც ადგილები" - ბოჭორიშვილის კლინიკა

5e97fbaa7af2c
ინგა მურუსიძე
16.04.20 10:30
1483
თუ არ დარჩებით სახლში არც მედპერსონალი გვეყოფა, არც ეკიპირება და არც ადგილები, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასა და სახლში დარჩენაზე სოციალური დისტანცირებით.

„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შეიძლება სიტუაცია განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი, ამიტომ ძალიან გთხოვთ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ეკიპირება, არც ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ მოვიქცევით ისე, რომ ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ალბათ ყველაფერი ჩაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ამიტომ დარჩით სახლში და ჩვენ ვიმუშავებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის. აღჭურვილობა, რაც ახლა გვაქვს, ამ ტემპით ზრდის შემთხვევაში ალბათ 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, მაგრამ თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, მაშინ არ ვიცით“, - განაცხდა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები