მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ შეცდომას დავუშვებთ, მასპინძელს სრული უფლება აქვს, კარი არ გაგვიღოს - მინისტრი კანდიდატის სტატუსზე

64b6ee1b0ceca
ალა ისპირიანი
18.07.23 23:50
497
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მიერ თორმეტი პუნქტის შესრულების საკითხზე საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

მან, კანდიდატის სტატუსის მიღება იმერულ ეზოს შეადარა, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებით არის. მისი მოსაზრებით, თუ საქართველო რაიმე შეცდომას დაუშვებს, მასპინძელს სრული უფლება აქვს კარი არ გააღოს.

"კანდიდატის სტატუსი არის დაახლოებით იგივე, რომ კარზე დავაკაკუნოთ და მასპინძლის ხმა მოგვესმას, რომ შევიდეთ, ანუ ვიცოდეთ, რომ მას აქვს გაცხადებული ნება, რომ ჩვენ შევიდეთ. ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ ახლა ვართ კართან, რომელზეც დავაკაკუნეთ. ეს შეიძლება, იმერულ ეზოსაც შევადაროთ, რადგან ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და როდესაც დაუძახებთ მასპინძელს, მან უნდა დაგვიდასტუროს, რომ შევიდეთ, თუმცა გასავლელი გზა საკმაოდ დიდია.

ჩვენ დავაკაკუნეთ და დარწმუნებული ვარ ეს კარი აუცილებლად გაიღება. თუმცა სანამ სახლში მივალთ ეზო გასავლელია და თუ რაიმე შეცდომას დავუშვებთ, მასპინძელს სრული უფლება აქვს სახლის კარი არ გაგვიღოს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები