მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, დავძლევთ - შალვა პაპუაშვილი „რუსულ კანონზე“

პაპუაშვილი ზურაბიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტომდე არსებული დრო კიდევ ერთი შანსია არგუმენტების წარსადგენად.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს "რუსულ კანონზე" სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთან დაკავშირებით განუცხადა, თუ შეთანხმებული ვეტო არ იქნება, პარლამენტი მას დაძლევს.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უნდა იყოს მსჯელობა საკითხებზე, თუმცა ვნახეთ, რომ იარლიყი მიაწებეს ამ კანონს და აკრძალეს დისკუსია. ბოლოს გამოჩნდა გარკვეული იმედი, გარკვეული განცხადებებიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა იყოს მზადყოფნა შინაარსობრივი დისკუსიისა. ჩვენი პოზიციაა, რომ კანონი მესამე მოსმენით მიღებულია, თუ იქნება საკითხები, რომლებიც მათ წარმოდგენილი ექნებათ და თუკი შევჯერდებით, ტექნიკური საშუალება ამის ასახვისა კანონში, არის ვეტოს გზა. ორი კვირა არის ამისთვის, თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი აქვს, წარმოადგენს და შევთანხმდებით, ტექნიკურად არის გზა, რომ აისახოს ვეტოში. თუმცა ამაში, რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომეს კონსტრუქციული პოზიციაა საჭირო, რომ თუ რაღაც შეთანხმება იქნება ვეტოში აისახოს. აქამდე ბევრი შანსი გაუშვეს შიდა და გარე აქტორებმა. ეს კიდევ ერთი მიცემული შანსია",- თქვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები