მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ შოკია მოსალოდნელი, ეს უნდა მივიღოთ და გადავლახოთ”- ბიზნესი ენერგეტიკული ბირჟის გახსნაზე

ენერგეტიკული ბირჟა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით ბირჟის გაშვება მეექვსედ, ამჯერად მომავალი წლის 1-ელ ივლისამდეა გადავადებული.

განახლებადი ენერგიების მიმართულებით მომუშავე სუბიექტები აცხადებენ, რომ ინვესტორებს უფრო მეტი სიცხადისთვის სჭირდებათ კონკრეტული ნაბიჯები. კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დირექტორი თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ დროა სახელმწიფომ მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება, აპირებს თუ არა ბაზრის გახსნას. მისი თქმით, ეს ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება.

“ჩამოყალიბება უნდა მოხდეს, ვხსნით თუ არა ბაზარს. თუ ვხსნით, ჯობია გავხსნათ, თუ შოკია მოსალოდნელი, ეს შოკი უნდა მივიღოთ და გადავლახოთ. თუ არ ვხსნით, ესეც სრულიად ლეგიტიმური არჩევანი იქნება და ესეც ნათელი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ ან მეორე, შუაში ყოფნა ყველაზე ცუდია.

თუ ბაზარს ვხსნით, მაშინ უნდა დავასრულოთ მცირე ენერგეტიკული სამართლებრივი მოთხოვნები, რაც დარჩენილია ბალანსირების უზრუნველყოფის მხრივ და ა.შ. ეს 100%-იან სიცხადეს შეიტანს სექტორში”, - ამბობს „უსასრულო ენერგიის“ დირექტორი თორნიკე ბახტურიძე.

დარგის მოთამაშეების ნაწილი კი თვლის, რომ CFD-ის აუქციონის მეორე რაუნდის გამოცხადება აჩენს მოლოდინს, რომ 6-ჯერ გადავადებული ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის ივლისში გაეშვება და ამ მიმართულებით შესაბამისი პროცესები დაიწყება.

“ეკონომიკის სამინისტრო მაინც აცხადებს მეორე რაუნდს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბირჟის გახსნაც უკვე მალე მოგვიკაკუნებს. სამინისტრო ახლა მაქსიმალურად ითვისებს მასშტაბს, დაინტერესებულ მხარეებს კრავს.

პირველ ტურში გამარჯვებულებს მეორე ტურის მალე გახსნა აიმედებს და იმედებს აძლევს, რომ ბირჟა გაიხსნება და უკვე ფასილიტაციაც ფაქტობრივად კომერციული შეიძლება ამ პროექტების”, - ამბობს Ohm Energy-ს მმართველი პარტნიორი ირაკლი უბილავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები