მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას რეაგირება სჭირდება, რათა პრევენციის ეფექტი მივიღოთ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად მმართველი გუნდი მაქსიმალურად ეფექტიანი და მკაცრი იქნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ახალციხეში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ წარსულში კორუფციის მხრივ გადაცდომები იყო ამას რეაგირება სჭირდება.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა, მთავარი არის მიმდინარე პროექტების ხარჯეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა.

„ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამასაც სჭირდება რეაგირება. პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციის ეფექტი, თუ არ არის მაგალითები ბუნებრივია, ცდუნება რჩება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, კორუფცია ზოგადადა არის დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები