სპორტ დარბაზი Reformerfitness სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ისინი პოლიციელების მიღებაზე უარს ამბობენ. ამის მიზეზად კი პროევროპელი დემონსტრანტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ შემთხვევებზე პოლიციელების მხრიდან რეაგირების არარსებობას ასახელებენ.
"სანამ პოლიცია ამ ძალადობრივი სისტემის მსახურია, სანამ კრიმინალი დათარეშობს, უსწორდება ჩვენს თანამოქალაქეებს და პოლიციელი ამას უყურებს მშვიდად, უმოქმედოდ, ჩვენი კარი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია და ვერ ისარგებლებს ჩვენი სერვისებით.
თუ უკვე ხარ ჩვენი მომხმარებელი, შეგიძლია აღარ მოხვიდე სავარჯიშოდ. ...
გმირი ვიცით ჩვენ ანწუხელიძე", - აცხადებს სპორტული ობიექტი.