"ქართული ოცნების დეპუტატის" და პარლამენტის ვიცესპიკერის ნინო წილოსანის თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კომფორტი, მაგრამ ეს კომფორტი "ოცნების" მმართველობისას მიღებული დამსახურებაა.
"უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში — ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა.
შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია.. თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად", - წერს წილოსანი.
ცნობისთვის, გუშინ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.
ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.




























