მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ ვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორის დახმარება დაგვჭირდება, ჩაერთვებიან - ტიკარაძე

60896ce5bb36d
ინგა მურუსიძე
28.04.21 18:39
446
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თუ სახელმწიფოს ვაქცინების შემოტანაში კერძო სექტორის დახმარება დასჭირდება, მიმართავს კიდეც.

ასე უპასუხა მინისტრმა გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრ ბექა ლილუაშვილის კითხვას, რომელიც ვაქცინის შემოტანის პროცესში კერძო სექტორის როლს და ამ მხრივ, სახელმწიფოს მხარდაჭერას შეეხებოდა. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომ ამ მიდგომისგან თავი შეიკავოს, რადგან ამ დროს ძალიან ბევრი კორუფციული სქემის რისკი არსებობს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

„ბაზარზე არის ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული ვაქცინა, შესაბამისად, აქ კერძო სექტორის აქტივობა არც ერთ სექტორში არ მოიაზრება, რადგან არც ერთი მწარმოებელი, არც ერთ კერძო მომწოდებელს არ ესაუბრება. სახელმწიფო ძალიან ეფექტიანად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას; ეს არის ის სფერო და ის მაღალი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, რომელიც ნამდვილად უნდა გაატაროს სახელმწიფომ. თუ ჩავთვალეთ, რომ კერძო სექტორის დახმარება დაგვჭირდება, ნამდვილად გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია მათთან და ამ შემთხვევაში ჩაერთვებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები