მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ვინმე ისრაელის ბაზარს ჩაგვინაცვლებს, არის ინდოეთი და არა ჩინეთი - ჰოტელიერი

მაია მურაჩაშვილი

ინდოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოს საზღვარზე პრობლემები ისევ ექმნებათ. საკითხი, რომელზედაც ტურიზმის ინდუსტრია წლებია საუბრობს, ისევ გადაუწყვეტელია.

ინდოეთის ბაზარი ქართული ტურისტული ბიზნესისთვის მთავარ ალტერნატივად აღიქმება ისრაელ-პალესტინის ომის ფონზე, რადგან საქართველოში ისრაელიდან ტურისტული მიზნით შემოსვლები ფაქტობრივად გაჩერებულია.

„დღეს თუ ვინმე ისრაელის ბაზარს ჩაგვინაცვლებს, ეს არის ინდოეთი და არა ჩინეთი. რატომ? ერთი, რომ გვაქვს პირდაპირი ფრენა და ეს არის ხალხი, რომელთაც საქართველო მეტ-ნაკლებად უკვე იციან. ეს არის ხალხი, რომელსაც ხანგრძლივად ბჭობა არ სჭირდებათ წავიდეს თუ არა სამოგზაუროდ. 2018 წლამდე ისინი აქტიურად დადიოდნენ საქართველოში. ინდოეთი მაღალმხარჯველუნარიანი ბაზარია. ძალიან ხელოვნურად ხდება ამ ხალხის და ამ ბაზრის შეფერხება.

ჩემს პირად შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ერთი ჯგუფიდან ნაწილს მიუვიდა ვიზები, მეორე ნაწილს არა, მაშინ, როცა აბსოლუტურად ერთნაირი საბუთები ჰქონდა ყველას. მოტივიც ვერ გავიგეთ და მოვითხოვეთ ამაზე პასუხი, მაგრამ ვერავინ პასუხს ვერ გვეუბნება“,- განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელმა, ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა.

მისი თქმით, საკითხის მოგვარების პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და უახლოეს პერიოდში გაფართოებული შეხვედრა შედგება, სადაც კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობას საგარეო უწყებაც მიიღებს.

"ეს საქმე როგორმე ბოლოში უნდა გავიდეს. უნდა განვსაზღვროთ, ვის შეუძლია შემოვიდეს ქვეყანაში და ვის არა, რადგან ძალიან დიდ ბაზარს ვკარგავთ.

რუსებს და უკრაინელებს ტურისტებად ვეღარ განვიხილავთ, გვრჩებოდა ისრაელი და დანარჩენი ქვეყნები. ისრაელი ჩაგვეხსნა, ჩინეთს ზამთარი არ უნდა, ჩინეთი არ არის ჩვენთვის ჩამნაცვლებელი ალტერნატივა“,-აცხადებს მაია მურაჩაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები