მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თუ ვინმე მიმდინარე პროცესში ჩარევას დააპირებს, ჩვენი პასუხი ელვის სისწრაფის იქნება“ - პუტინი

62696b2e272dd
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.22 20:39
3340
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე პროცესებში სხვა მხარის ჩარევის შემთხვევაში, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით იმუქრება, რომელიც დღეისთვის მხოლოდ რუსეთს აქვს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარ ჩარევაზე რუსეთის პასუხი ელვის სისწრაფის იქნება და ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.

„თუ ვინმე მიმდინარე პროცესებში ჩარევას დააპირებს და რუსეთისთვის მიუღებელ, სტრატეგიული ხასიათის საფრთხეს შექმნის, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი პასუხი დარტყმებზე ელვის სისწრაფის, ძალიან სწრაფი იქნება. ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, ისეთი, რომლითაც ახლა ვერავინ დაიკვეხნის. ჩვენ კი არ დავიტრაბახებთ.თუ დაგვჭირდება, ჩვენ მათ გამოვიყენებთ. მინდა, ამის შესახებ ყველამ იცოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილებები მიღებული გვაქვს“, - განაცხადა პუტინმა.

რუსული გამოცემა RBC კი აღნიშნავს, რომ ერთი კვირის წინ პუტინი ვიდეოჩართვის საშუალებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ სასწავლო გაშვებას აკვირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები