მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი ჩვენს გუნდს პროფესიონალები შემოემატება, მხოლოდ მივესალმებით - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, სებ-ის საბჭოს კანდიდატების შერჩევის კონსულტაციებში არ მონაწილეობენ. ამასთან, თურნავა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობს, თუ არა.

"რაც შეეხება საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევას, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ კონსულტაციებში და ჩემთვის არ არის ცნობილი თუკი ასეთი კონსულტაციები საერთოდ მიმდინარეობს. თუმცა, თუკი პროფესიონალები შემოემატება ჩვენს გუნდს და ამაზე იქნება კონსენსუსი ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ცნობილია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა 27 კანდიდატს სურს. თუმცა, უცნობია როდის დაასრულებს პრეზიდენტი კანდიდატების გადარჩევის პროცესს და მათ პარლამენტს წარუდგენს, ამასთან, კანონმდებლობა ამ მხრივ კონკრეტულ ვადებს არ ითვალისწინებს. ცნობილია, რომ სებ-ის საბჭოს კანდიდატებს შორის არის თსუ-ს ყოფილი რექტორი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა, ასევე ფინანსისტი მურად ნარსია და ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 პირისგან არის დაკომპლექტებული. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა. სებ-ის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე ვაკანსია 7 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 23 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა.

2023 წლის სექტემბერში ეროვნული ბანკის სამმა ვიცეპრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა თანამდებობები დატოვეს, რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილ საგამონაკლისო ბრძანებას უკავშირდებოდა. მომხდარიდან ორ დღეში პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. შესაბამისად, ამჟამად სებ-ის საბჭო 5 წევრისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები