მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუკი ლარის კურსი იქნება გამყარებული, ესეც დაეხმარება ინფლაციის შემცირებას - კობა გვენეტაძე

620e69f3846f2
შოთა ტყეშელაშვილი
18.02.22 10:10
812
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ თუკი ლარის გაცვლითი კურსი იქნება გამყარებული, ეს ინფლაციის დონის შემცირებაზე დადებით გავლენას მოახდენს. მისი თქმით, მარტიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს.

“ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში ინფლაცია 40 წლის მაქსიმუმზეა. აშშ-ში 7.5%-ია ინფლაცია. საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და მოგეხსენებათ FAO-ს სურსათის ინდექსიც მაქსიმუმზეა. გარდა ამისა სხვა ფაქტორებმაც შეასრულა როლი, ესენია კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დეკემბერში, ასევე იანვარ-თებერვალში მოქმედებდა და მან მაშინ შეამცირა ინფლაცია, თუმცა ერთი წლის შემდეგ მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა.

დღევანდელი შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელმა მარტიდან უნდა დაიწყოს შემცირება. თუკი ლარის გაცვლითი კურსი იქნება გამყარებული, ესეც დაეხმარება პროცესს, რომ ინფლაცია მაღალი აღარ იყოს,”- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

თებერვლის დასაწყისში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან 5%-ით გამყარდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა კურსი 2%-ით გაუფასურდა და ამჟამად ერთი დოლარი 3 ლარი ღირს.

2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში არსებული მზარდი ინფლაციის გამო, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს ინფლაციის კლებასთან ერთად რეფინანსირების განაკვეთიც 2%-2.5%-ის ფარგლებში უნდა შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები