მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტები ანაკლიას დროზე ადრე ტოვებენ" - ნინა გაჩეჩილაძე მიზეზებხე

62defb60a2ff3
ალა ისპირიანი
26.07.22 01:00
1491
Anaklia resort Pratap signature-ს მმართველი კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ანაკლიაში ჩამოსული ტურისტები ნომრებს დროზე ადრე ტოვებენ. როგორც ნინა გაჩეჩილაძემ “საქმიან დილაში“ განაცხადა, ტურისტებს ანაკლიაში დარჩენის მიზეზი არ აქვთ.

„ჩვენი ძალებით ვცდილობთ ჩავანაცვლოთ ის ჩავარდნილი ფესტივალები, დაუსრულებელი პროექტები რაც რეგიონში დაგეგმილი იყო და არ შესრულდა. ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებმაც შეიძლება კურორტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა გაზარდოს. ტურისტები რომლებიც 1 კვირით და 10 დღით ჯავშნიან ოთახებს, გაცილებით ადრე გვტოვებენ, რადგან ფიზიკურად ვერაფრით ერთობიან. ერთი აკვაპარკი გვქონდა და ისიც დაკეტილია. მათთვის აქ ძალიან მოსაწყენია.

გარდა ამისა ტურისტული მარშრუტები, რომელიც რეალურად ძალიან ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რეგიონს ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია არ არის შედგენილი. ჩვენთვის მოვინახულეთ ლოკაციები და საკმაოდ მოსაწესრიგებელია. საჭიროა სველი წერტილების მონტაჟი და საინფორმაციო დაფების გამოტანა", - განაცხადა მან.

როგორც ნინა გაჩეჩილაძემ თქვა, ადგილობრივი ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა არაფერი შეცვლილა.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ყველანაირი ტიპის მოლაპარაკებებისთვის და ყოველთვის გვაქვს მზაობა რომ წვლილი შევიტანოთ რეგიონის ცნობადობის გაზრდაში. ადგილობრივი ტურიზმის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა და გავიარეთ არაერთი მიმართულება. აღმოჩნდა რომ ადგილობრივი ტურიზმის ადმინისტრაციას კადრებიც კი არ ჰყავს იმისთვის, რომ ადამიანებმა ეს აკეთონ [ინფრასტრუქტურის მოწესრიგება]. რამდენადაც მოვისმინეთ აქვთ ბიუჯეტი ამისთვის, მაგრამ ადამიანები ფიზიკურად არ არსებობენ.

კერძო ბიზნესისთვის კი ძალიან რთული იქნება მასშტაბურ დონეზე ტურიზმის ამინდის შეცვლა. ეს საინვესტიციო ხარჯებთან არის დაკავშირებული და ინვესტორის ამაზე წამოყვანა იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ტურიზმის ადმინისტრაციის საქმე ვაკეთებინოთ", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ ანაკლიაში ბიზნესის ოპერირებას აზრი რომ ჰქონდეს, ტურისტების შესაკავებლად პროექტების განხორციელება თავად მოუწევთ.

"ჩვენი ძალებით ვცდილობთ ჩავანაცვლოთ ის ჩავარდნილი ფესტივალები და დაუსრულებელი პროექტები, რაც რეგიონში იყო დაგეგმილი და არ შესრულდა. ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებმაც შეიძლება კურორტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა გაზარდოს.

ამ წელს ეთნოგრაფიული კუთხე და აუზის ბარი დავიმატეთ. მეორეს მხრივ სხვა და სხვა აქტივობები დაგეგმილი გვაქვს იმისთვის, რომ ბიზნესის ოპერირებას აზრი ჰქონდეს. ადგილზე უნდა შევქმნათ გასართობები, დამატებითი მომსახურებები, ტურები ადგილზე უნდა შევთავაზოთ. მიკროსამყარო უნდა შევქმნათ ადგილზე იმისათვის, რომ რეგიონზე ცნობადობა გაიზარდოს", - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები