მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტების დაინტერესება საქართველოს მიმართ წელს მაღალი იქნება - მაია ომიაძე

64abd10346f0c
ინგა მურუსიძე
10.07.23 14:00
968
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე აცხადებს, რომ ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ომიაძე მიიჩნევს, რომ ტურისტების დაინტერესება საქართველოს მიმართ წელს მაღალი იქნება.

საქმე ის არის, რომ უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. კაშხლის ნგრევამ მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. გაჩნდა საფრთხე, რომ ნავთობის ჩაღვრამ შესაძლოა შავი ზღვის დაბინძურება გამოიწვიოს.

„მე ვიყავი ბათუმში. გარემოს დაცვის სააგენტო  10 დღეში ერთხელ ამოწმებს 9 სადგურიდან აღებულ სინჯს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შავი ზღვის ზოლზე, საქართველოში საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, ვფიქრობთ, ტურისტების დაინტერესება საქართველოს მიმართ წელს მაღალი იქნება. ერთად შევაფასოთ მესამე კვარტლის ბოლოს ზაფხულის სეზონი“, - აცხადებს მაია ომიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები