მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტებს მეტი სითბო დახვდებათ, ელექტროენერგია ექნებათ - მესტიის მერი ზამთრის სეზონის მზადებაზე

მესტია

მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, დაბა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზად არის. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, წელს მაქსიმალურად აღმოიფხვრება.

"დაბაში მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება იყო პრობლემა. გავაკეთეთ 1681 მეტრიანი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი, რის შედეგად, შეუზღუდავი მიწოდება ექნება მოსახლეობის იმ ნაწილს, სადაც პრობლემა იყო", - განაცხადა მან.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს. მესტიის მერის თქმით, გზები კეთდება.

"ინფრასტრუქტურის კუთხით, გზები კეთდება. მესტია-უშგული, ჯვარი-მესტიის 30- კილომეტრიანი გზის დაგება დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება.

- წელს რა სიახლე დაგვხვდება?

- წელს დაგვხვდება უფრო განათებული მესტია. ქუჩების განათებები გავაკეთეთ.

- ლამპიონები დაამონტაჟეთ?

- დიახ, დიახ, ესეც გავაკეთეთ. გაუნათებელი იყო და გავანათეთ.

- მნიშვნელოვანი მიღწევა ეს გვაქვს?

- დიახ, დიახ. ამასთან, სასტუმროებში ტურისტებს უფრო მეტი სითბო დახვდებათ. ელექტროენერგია ექნებათ და თავისთავად სითბოც ექნებათ", - აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები