მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურისტს ვუყვები ზეზვასა და მზიაზე და ამ დროს საპირფარეშოები არ გვაქვს” – გიდი

5f60f588647a7
მარიამ ადამია
16.09.20 00:00
2120
“უხერხული მომენტია, როდესაც ტურისტს უყვები 8000-წლიან ღვინის ისტორიაზე, ზეზვასა და მზიაზე და ამ დროს ტერიტორიაზე საპირფარეშო არ არის, როცა გთხოვს ადამიანი”, - ამის შესახებ Bm.ge-ისთან კულტურული ძეგლებისა და სათავგადასავლო ტურიზმის გიდმა ნუცა ცქიმანაურმა ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობს დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი, სად არის საპირფარეშოები დასაყენებელი ან რომელ ლოკაციაზეა გასაუმჯობესებელი მდგომარეობა, რათა მისი გამოყენება უბრალოდ შესაძლებელი იყოს, თუმცა ეს დოკუმენტი უკვე წლებია ინსტანციიდან ინსტანციამდე მოგზაურობს, ხოლო მუნიციპალიტეტებს არც კომუნიკაციის და მითუმეტეს თანამშრომლობის სურვილი არ აქვთ.

“როცა ამ პრობლემაზე ვიწყებ საუბარს და სოციალურ ქსელში ვფენ სამარცხვინო ტუალეტების ფოტოებს, მიკავშირდებიან და მის აღებას მთხოვენ. ამბობენ, რომ პრობლემა გადაჭრეს, არადა დადგეს რეალურად ბიოტუალეტები, რომლებსაც 30 მეტრის რადიუსზე ვერ მიეკარები. არის ადგილები, სადაც ხის ჩეჩმა დგას და წნევის წამალი უნდა დალიო სანამ შეხვალ, რადგან შეიძლება უცებ ჩატყდეს და ჩავარდე”, - აღნიშნა ნუცა ცქიმანაურმა.

გიდის თქმით, იმ დროს როდესაც მთავრობა მოგვიწოდებს ვიმოგზაუროთ საქართველოში ოჯახებით და, პარალელურად, კორონავირუსის პირობებში, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, თავად კი ელემენტარული სველი წერტილების მოწესრიგებას ვერ ახერხებს უკვე წლებია, სექტორის მიმართ  ზერელე დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

“ამაზე საუბარი პირადად 2015 წელს დავიწყე და იყო დაპირება, რომ გააკეთებდნენ ყოველი 40 წუთის სავალზე სველ წერტილებს, თუმცა დღეს 2020 წელია და მსგავსი არაფერი გაკეთებულა და დღემდე ქვეყანას, სადაც 9 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდის, არ აქვს საპირფარეშოები საკუთარი მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის,” - განაცხადა კულტურული ძეგლებისა და სათავგადასავლო ტურიზმის გიდმა ნუცა ცქიმანაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები