მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტულ კომპანია "ვოიაჟერს" 2023 წელს შემოსავალი ₾20 მილიონამდე გაეზარდა

ტურიზმი

საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტურისტულმა კომპანია "ვოიაჟერმა" 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასული წლის განმავლობაში კომპანიას შემოსავალი 3 მილიონი ლარით, 20.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

კომპანია "ვიაჟერი" მომხმარებლებს საქართველოსა და საზღვრებს გარეთ დასვენებას სთავაზობს. კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან საქმიანობს და ის როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს ემსახურება.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს "ვოიაჟერის" მოგების მაჩვენებელი ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაუმჯობესდა და მან 1.6 მილიონ ლარს მიაღწია.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ მიწოდებული სერვისების თვითღირებულების ხარჯები 16.3 მილიონ ლარს შეადგენდა, სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯები კი 2.6 მილიონი ლარი იყო.

2023 წლის ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 3 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის აქციონერთა შორის 10%-ით არის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილიც, ხოლო მეწილეების სრული ჩამონათვალი ასეთია: ნინო დედაბრიშვილი - 30%; ანა სურმავა - 10%; ისმაილ მამედოვ, აზერბაიჯანის მოქალაქე - 50%; მარიამ ქვრივიშვილი - 10%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები