მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტული ობიექტი გერმანული ისტორიით „სადგური“ / რუსუდან ბარათაშვილი ქალების ნარატივში

სადგურზე გიყვებით... თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში, ისტორიულ ქართულ-გერმანულ სოფელ ასურეთში, ყოფილ ელიზაბეთტალში, ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტი მდებარეობს. ადგილი, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანელების მიერ აშენდა და წლების განმავლობაში სამანქანე-სატრაქტორე სადგურს წარმოადგენდა, ნანგრევებიდან თანამედროვე, მიზიდულობის ცენტრად იქცა. რესტორან „სადგურისთვის“ 2025 წელი განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა. განხორციელდა 300 000 დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც ობიექტს ახალი, საინტერესო მიმართულებები დაემატა. მათ შორის არის ძველი, ავთენტური გერმანული ქოხი, რომელიც სტუმრებს სრულყოფილად უნარჩუნებს დროში მოგზაურობის განცდას. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრების 90% ადგილობრივია, სივრცე დიდ ინტერესს იწვევს გერმანელი ტურისტების მხრიდანაც. გარდა დასვენებისა, „სადგური“ აქტიურად მასპინძლობს კორპორატიულ ღონისძიებებს, ფესტივალებსა და „თიმბილდინგებს“. ობიექტის განვითარებაში ჩადებული ჯამური ინვესტიცია კი უკვე 700 000 დოლარს შეადგენს. რა მოლოდინები აქვთ 2026 წელს, რა მთავარი სიახლეები აქვს კომპანიას?

სტუმარი: რუსუდან ბარათაშვილი -”სადგური”, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები