მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტული თაღლითობა" რომში: უცხოელებს ორ პორცია სპაგეტში 430 ევრო გადაახდევინეს

5d95fd940366d
მიხეილ ხაჩიძე
04.10.19 00:10
1101

რომში მდებარე რესტორან Antico Caffé di Marte-ში იაპონელ წყვილს 430 ევრო გადაახდევინეს.


საქმე იმაშია, რომ ორ პორცია სპაგეტსა და ორი ჭიქა წყალში ტურისტებს - 349,80 ევრო და დამატებით კიდევ,  მომსახურების საფასურის სახით 80 ევრო გადაახდევინეს, რაც მთლიანობაში 429,80 ევროა.




ბრიტანული Independent-ის ცნობით, წყვილმა რესტორნის ჩეკის ფოტო TripAdvisor-ზე ატვირთა, სადაც ფაქტს მომხმარებლების მხრიდან მწვავე რეაქცია და კრიტიკა მოჰყვა.




აღნიშნულთან დაკავშირებით, რომში მდებარე რესტორან Antico Caffé di Marte-ს TripAdvisor-ის პლატფორმაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები