მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურიზმი საერთოდაც რომ არ აღდგეს, 2021 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება”

5f844b8a66dde
შოთა ტყეშელაშვილი
12.10.20 16:29
3097
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2021 წელს საქართველოში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში ტურისტული აქტივობა არ აღდგება.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ივანე მაჭავარიანის მოადგილემ მომდევნო წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პროგნოზები დაიცვა და თქვა, რომ 5%-იანი გეგმა რეალისტურ გათვლებს ეფუძნება.

"ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე. შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, ვინაიდან წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში, ანუ ტურიზმი, საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით, 5%-იანი ზრდა გვექნება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სხდომაზე სერგი კაპანაძის საპასუხოდ, რომელმაც არარეალისტურად მიიჩნია 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2021 წლიდან ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენის შემდეგ, შესაძლებელია, ქვეყანამ  7%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.

„თუმცა, არსებობს რისკები, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ფორუმი და ვნახოთ რა პროგნოზი გამოქვეყნდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

შედარებისთვის, ნაკლებად ოპტიმისტურია მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4%-ით აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები