მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზი $4.9 მილიარდია იმ პირობით, რომ ირანში ესკალაცია მაისში დასრულდება | G&T

ტურიზმი ირანი

ირანში ომის შედეგად მხოლოდ ტურიზმი დაზარალდა. ამის შესახებ წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში - "ირანის ესკალაცია: 50 დღე - საქართველოს მდგრადობის შეფასება".

საინვესტიციო ბანკი 2026 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობის დაბალ, ერთნიშნა ზრდას ვარაუდობს.

“ომთან დაკავშირებული უარყოფითი ფაქტორები - ავიაციის ხარჯების ზრდა, ფრენების გამტარუნარიანობის შემცირება, სავარაუდოდ, 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება, რაც ვიზიტორთა ნაკადს უფრო მეტად მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო გზით ჩამოსული სტუმრებისკენ გადაანაცვლებს. ჩვენი ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზი 4.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირებულია 5.0 მილიარდი აშშ დოლარიდან), იმ პირობით, რომ ესკალაცია მაისის დასაწყისში დასრულდება”, - წერია მიმოხილვაში.

Galt&Taggart-ი აღნიშნავს, რომ საბაზისო მონაცემებით, რეგიონალური ფრენების მაისიდან განახლება ხელს შეუწყობს ტურიზმის მნიშვნელოვან აღდგენას. რაც შეეხება პირველი კვარტალის შეფასებას, მიმოხილვაში წერია:

“საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლების რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა (-0.2% წლიურად) და 2026 წლის პირველ კვარტალში 1.2 მილიონი შეადგინა, თუმცა ღამის გამთევი ტურისტების რაოდენობა 4.0%-ით გაიზარდა და 1.0 მილიონს მიაღწია.

შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა წლიურად და 830 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რადგან იანვარ–თებერვალში დაფიქსირებულმა ძლიერმა მაჩვენებლებმა გადააჭარბა მარტში შეფასებულ 32%-იან წლიურ კლებას.

ტურისტების წარმომავლობის ქვეყნების სურათი აშკარად ასახავს კონფლიქტის გავლენას: ჩამოსვლების ზრდამ რუსეთიდან (+5.2%), თურქეთიდან (+5.8%), უკრაინიდან (+24.5%), ჩინეთიდან (+48.6%) და ევროკავშირიდან (+30.2%) დააბალანსა მკვეთრი შემცირება ისრაელიდან (-17.5%), ირანიდან (-48.8%) და ინდოეთიდან (-29.5%, რაც გამოწვეული იყო IndiGo-ის ფრენების შეჩერებით და ახლო აღმოსავლეთის ჰაბების გავლით კავშირის შეფერხებით)”, - წერია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები