ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე Expedia ზამთრის მარკეტინგულ კამპანიას ატარებენ.
კერძოდ, კამპანიის ფარგლებში Expedia მომხმარებელს საქართველოს ტურისტული მიმართულების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმის, ქართული სამზარეულოს და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ქართული ძეგლების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
"საქართველო ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს და ბიომრავალფეროვნებას გთავაზობთ. საქართველოში უამრავი უნიკალური ადგილია შესასწავლი: კავკასიონის მაღალი მწვერვალები, სათხილამურო კურორტები, მომხიბლავი პეიზაჟები, ტროპიკული პლაჟები, ტბები, ჩანჩქერები, გამოქვაბულები, კანიონები, უდაბნოები და ა.შ. ქართული სამზარეულო კერძების მრავალფეროვნებას გთავაზობთ, რაც იდეალურად შეეხამება ყველა სახეობის დიეტას.
საქართველოში 250-ზე მეტი სახეობის ყველი, 50-ზე მეტი სახეობის ხაჭაპურია. საქართველოში მეღვინეობის ტრადიციას 8 ათას წლოვანი ისტორია აქვს. საქართველო „ღვინის აკვანია.“ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, საქართველოში 525 ვაზის ჯიშია.“-წერია Expedia-ს პორტალზე საქართველოს შესახებ.
(NS)




























