მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

63f47ccdf3cf2
BM.GE
21.02.23 14:44
800
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. მაია ომიაძემ შეხვედრის მონაწილეებს ტურიზმის აღდგენის დინამიკა, ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, ITB ბერლინის ტურისტული გამოფენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები გააცნო.

ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხები განიხილეს.

ინვესტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეები: თამარ ყორიაული და მედეა ჯანიაშვილი დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები