მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ British Airways-ს ამჯერად 59 ათასი ფუნტის ხელშეკრულება გაუფორმა

თბილისის აეროპტორტი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ British Airways-თან მარკეტინგულ კამპანიაზე ამჯერად 59 ათასი ფუნტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ავიაკომპანიამ ტურიზმის ადმინისტრაციისთვის სარეკლამო კამპანიის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება ბრიტანულ ავიაკომპანიასთან 25 ივნისს გაფორმდა და ის საქართველოს მიმართულების პოპულარიზებას გულისხმობს. ამ მიზნით ბრიტანულ სააგენტო Telegraph-ზე მარკეტინგული მასალა განთავსდება.

ხელშეკრულების მიხედვით, მარკეტინგული აქტივობები 26 ივნისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროში შეიქმნება ოთხი სარეკლამო სტატია, რომლებიც ფოკუსირებული იქნება საქართველოს კულტურაზე, ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებზე. ამას გარდა, მოხდება ციფრული სტატიების რეკლამირება The Telegraph-ის Facebook და სხვა სოციალურ გვერდებზე. ასევე იგეგმება ე.წ. Rising Star და სტანდარტული IAB სარეკლამო ბანერების განთავსებაც.

British airways-ი საქართველოში გასული წლის მარტში შემოვიდა. იმავე წლის აპრილში ტურიზმის ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან 88.5 ათასი ფუნტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ბორტზე საქართველოზე სარეკლამო რგოლის გაშვებას ითვალისწინებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები