მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ Expedia-ს შვილობილ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Travelscape, LLC-თან [რომელიც ოპერირებს Expedia Group Media Solutions-ის სახელით] საერთაშორისო სარეკლამო კამპანიის ორგანიზებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

31 ივლისს ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციამ კომპანიას 236 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს Expedia-ზე საქართველოს პოპულარიზებისთვის. კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში, Expedia Group-ი [Travelscape-ი მისი შვილობილი კომპანიაა] უზრუნველყოფს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და სარეკლამო კამპანიის განთავსებას სხვადასხვა გლობალურ პლატფორმაზე. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 11,960,024 რეკლამის ჩვენება [impression-ი ამ შემთხვევაში იმის მაჩვენებელია თუ რამდენჯერ გამოჩნდა რეკლამა მომხმარებლის ეკრანზე].

სარეკლამო ჩვენებები სამიზნე ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • Expedia UK (დიდი ბრიტანეთი): 883 436 ჩვენება;

  • Expedia Germany (გერმანია): 214 785 ჩვენება;

  • Expedia US (აშშ): 158 044 ჩვენება;

  • Expedia UAE (არაბთა გაერთიანებული საამიროები): 57 692 ჩვენება;

კომპანიასთან სარეკლამო კამპანიაზე ხელშეკრულება 31 ივლისს გაფორმდა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. ამერიკული Expedia Group Inc. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ტურისტული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ავიაბილეთების, სასტუმროების, ტურ-პაკეტებისა და ავტომობილების დაჯავშნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები