ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ საუბრობენ. უწყების მიმდინარე ტურისტული წლის მოლოდინები ასეთია : მგზავრთნაკადი - 6.8 მლნ; შემოსავლები ტურიზმიდან - 4.5 მლრდ აშშ დოლარი; საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი - 7.9 მლნ; საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი - 5.2 მლნ.
ტურიზმის 2023 წლის შედეგებსა და 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს პრეზენტაცია გაიმართება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს, ასევე იქნება m&I Forum-ის მასპინძელი ქვეყანა. მიმდინარე წლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, აგრეთვე მსოფლიო თასის ეტაპები და ფრირაიდის მსოფლიო ტური.
ამასთან მიმდინარე წელს მთის კურორტებზე დაგეგმილი პროექტებიდან აღსანიშნავია ჰაწვალის მთაზე 6 კმ, სასრიალო ტრასა, გუდაურში 3 კმ. ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი, ბაკურიანსა და გუდაურში ახალი ამბულატორიების მოწყობა.