საქართველოში პროევროპული პროტესტი გრძელდება. დედაქალაქის გარდა, აქციები იმართება რეგიონებშიც.
ამ წუთებში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ ბათუმში, ბულვარის კოლონადებიდან და მიემართებიან საკონსტიტუციო სასამართლოსკენ, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
სექტორის წარმომადგენელმა ქეთი დოჭვირმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში თქვა, რომ მოთხოვნებია ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
"მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი, მუდმივად ვაპროტესტებ იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ხდება. პირველი შემთხვევაა, რომ აჭარაში, აქციის სახით ასე ერთად შევიკრიბეთ სფეროს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ვაპროტესტებთ საქართველოს იზოლირებას ევროკავშირისგან და დასავლური ღირებულებებისგან. ჩვენი მოთხოვნაა, ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ ჩარჩოებს, დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები და მაქსიმალურად სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები",- განაცხადა ქეთი დოჭვირვა.