მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას გეგმავს

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც ალიანსის დამფუძნებელმა, თამარ თანდაშვილმა BMG-ისთან განაცხადა, საქმიანი შეხვედრა მომავალ კვირაში იგეგმება, სადაც ალიანსის მხრიდან კონკრეტულად იქნება დასახელებული ყველა ის პრობლემა, მოსალოდნელი რისკებით და შედეგებით, რაც შეიძლება კანონმა ტურიზმის რეფორმაში აქტიურად ჩართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუქმნას.

„ალიანსი აერთიანებს ასოციაციებს. როგორც ტურიზმში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენ განსხვავებული პრობლემები გვაქვს, ვიდრე მთლიანად ტურიზმის სექტორს. ეკონომიკის სამინისტროსთან იგეგმება ჩვენი წევრი ასოციაციების შეხვედრა, რომ დეტალურად განვიხილოთ პერსპექტივები და სცენარები“,- ამბობს თამარ თანდაშვილი.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის მინისტრსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შედგა, თამარ თანდაშვილის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ ინდუსტრიას ნამდვილად ემუქრება საფრთხე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები