მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის სექტორი მთავარ პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს“ - BAG

6104e5d02917d
მარიამ იზორია
31.07.21 10:25
826
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მარიანა მორგოშია გადაცემა „ქალების ნარატივში“ აღნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორში არასაკმარისი კვალიფიციური კადრების პრობლემა დგას.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის ბევრმა წარმომადგენელმა საქმიანობა შეაჩერა, სამსახურის გარეშე დარჩენილმა პერსონალმა კი სამუშაო პროფილი შეიცვალა.

„ტურიზმის სექტორი მთავარ პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს, პანდემიის პერიოდში სხვადასხვა შეზღუდვის ფონზე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქმიანობის შეჩერება მოუწიათ, შესაბამისად, სამსახურის გარეშე დარჩენილმა ადამიანებმა პროფილი შეიცვალეს და სხვა მიმართულებით დასაქმდნენ. ახლა როდესაც ტურისტული ნაკადი იზრდება და რეგულაციებიც შემსუბუქებულია, კადრების ნაკლებობის პრობლემა მწვავედ დადგა, მოგვარების გზებზე, რომ ვისაუბროთ, მოკლევადიან ჭრილში გამოსავალი შესაძლოა დასაქმების ფორუმი იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი აქცენტი განათლებასა და პროფესიულ გადამზადებაზე უნდა გაკეთდეს“ - განმარტავს მარიანა მორგოშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები