მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას დაპირისპირებას“ - მარიანა მორგოშია

646b958776762
თელარა გელანტია
22.05.23 22:00
559
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის და მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის მარიანა მორგოშიას აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას დაპირისპირებას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

წამყვანის ტრადიციულ კითხვაზე - „რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის“ - მარიანა მორგოშიამ აქცენტი განათლების სისტემის რეფორმაზე გააკეთა.

„საქართველოს ბევრი რამ სჭირდება განვითარებისთვის - დაწყებული სიღარიბის დაძლევიდან, ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული, თუმცა ამ ყველაფრის ფუნდამენტი არის განათლების სისტემა, რომლის მოწესრიგება არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მან.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ „წერტილთან“ ინტერვიუში კადრების დეფიციტის პრობლემაზეც ისაუბრა, რომელსაც კერძო სექტორი, ბოლო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს.

„BAG-ინდექსში, ძალიან დიდი ხანია, რაც სტაბილურად ფიქსირდება პრობლემებში არა მარტო კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, არამედ, ზოგადად, შრომით ბაზარზე ადამიანური რესურსის სიმცირე“, - თქვა მან.

მარიანა მორგოშიას თქმითვე, ქვეყნისთვის უკეთესი პერსპექტივის შექმნისა და პოტენციალის ათვისებისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

„ყველამ ერთი აგური უნდა დავდოთ, რათა ყოველდღიურად უკეთესობა იყოს საქართველოში“, - განაცხადა BAG-ის დირექტორის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები