მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ტურიზმში დასაქმებულებისთვის აცრის კაბინეტი ბათუმში ხვალიდან გაიხსნება“

60be275272633
თათია ჩაფიჩაძე
07.06.21 21:55
826
„ტურიზმში დასაქმებულებისთვის ბათუმში ამცრელი კაბინეტი ხვალ დილიდან გაიხსნება“ - ამის შესახებ BM.GE-ს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისი თქმით, აცრები ტურისტული და ძალოვანი სექტორის წარმომადგენლებისთვის თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში იქნება შესაძლებელი.

„გამოყოფილია უკვე სივრცე და ხვალიდან აცრებიიწყება ორგანიზებულად ბათუმში, სიების მიღება დაწყებულია. ვაქცინაციის ოთახი იქნება თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც ესენციური ჯგუფებისთვის იქნება აცრა შესაძლებელი. ამ ჯგუფებშია ტურისტული და ძალოვანი სექტორის წარმომადგენლები.

NCDC-ის ორგანიზებით, მიმდინარეობს პროცესი და მათი დახმარებით ხვალ დილამდე დაორგანიზდება ყველაფერი. ცხადია ვაქცინაციის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება მთელი სეზონის განმავლობაში“ - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები