ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა თვლის, რომ ქვეყანაში ტურიზმის დარგი ძალიან სწრაფად აღდგება. ამის შესახებ მან საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად და დარგის გაჯანსაღებისთვის სახელმწიფოს ახალი მარკეტინგული სტრატეგია აქვს, რომესაც ბიზნესთან ერთად განიხილავს.
„აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი - ეს ყველაზე დაზარალებული ინდუსტრია დროულად წამოდგეს ფეხზე. განახლებული მარკეტინგის სტრატეგია გვაქვს, რომელსაც ჯერჯერობით ტურისტულ ბიზნესებთან ერთად გავდივართ. იცით, რომ ამ პერიოდში ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ტურიზმი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო და უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტები იქნება შეთავაზებული ვიზიტორებისთვის. ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სწრაფად მოხდება ამ დარგის აღდგენა“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.




























