მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმში ხელგაშლილი მარკეტინგული კამპანიები ახლა უადგილოა - ვატო ასათაშვილი

629336b7254fb
ლიკა გურაბანიძე
29.05.22 13:12
1211
"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მიზნობრივ ბაზრებზე საუბარი სასაცილოა იმიტომ, რომ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.როგორც მან bm.ge-სთან აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ ტურიზმის ინდუსტრიამ მინიმალური ინვესტიციებით საოპერაციო სისტემები შეინარჩუნოს, რათა მომავალში, როდესაც ტურიზმის სექტორში ვითარება გაუმჯობესდება, სრულფასოვანი ოპერირება შეძლონ.


“ტურიზმის ინდუსტრიას 2019 წლის ნიშნულთან მიახლოვებისთვის 3-4 წელი დასჭირდება. ომმა ვითარება გაართულა და შეცვალა. კომპანიებმა ახლა ბაზარზე ოპერირების გაგრძელება უნდა შეძლონ და სწორი ანალიზი გააკეთონ, თუ რომელ ბაზრებზე იქნებიან ორიენტირებულები. ტურიზმის მარკეტინგის ბიუჯეტი ფაქტობრივად მკვდარია. სახელმწიფოს მხრიდან ახლა ხელგაშლილი კამპანიები უადგილოა.

ჩვენ გავარეკლამებთ რაღაცას, რისი სერვისის მიმწოდებელიც აღარ გვყავს. არ შეიძლება მოლოდინები შევქმნათ და ქვეყნის შიგნით ამისთვის ბიზნესი მზად არ იყოს. პანდემიური საფრთხეები აღარ ჩანს, თუმცა ეს სეზონი ასევე არაპროგნოზირებადი და თვითდინებადი იქნება. სახელმწიფომ კონკრეტული კვლევა და სტრატეგია უნდა დადოს, რისი იმედებიც არ მაქვს. პოსტ-კოვიდური სტრატეგია, რომელიც არსებობს, ახლა არ გამოგვადგება. ვითარებას ომის ფაქტორი თავდაყირა აყენებს და სახელმწიფოს სტრატეგიაც თავიდან შესადგენი აქვს” - აღნიშნა ასათაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები