მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Turkish Airlines-ი ერევანსა და სტამბოლს შორის ფრენებს 2026 წლიდან დაიწყებს

Turkish Airlines

სომხური მედიის ინფორმაციით, თურქეთის ავიახაზები, იგივე Turkish Airlines-ი 2026 წლის 11 მარტიდან სტამბოლსა და ერევანს შორის პირდაპირ ფრენებს დაიწყებს.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება დაკავშირებულია ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის მიმდინარე ნორმალიზაციის პროცესთან, რომლის ნაწილიც წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაც იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ავიახაზები ფრენებს ყოველდღიურად განახორციელებს.

სიახლეს დადებითად შეხვდნენ ოფიციალურ ანკარასა და ერევანში. სომხეთთან ურთიერთობის საკითხებში ერდოღანის წარმომადგენლის, სერდარ კილიჩის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას ურთიერთობების დათბობაში, ასევე ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის დაწყებაში დაეხმარება. სომხეთის მთავრობაში მოელიან, რომ ვაჭრობის გარდა გაჩნდება ტურისტული სექტორის განვითარების შესაძლებლობაც. ეს კი ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას და რეგიონის ნორმალიზაციის შესაძლებლობას გააჩენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები