მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა არ გამორიცხავს, მიკრობანკებად გარდაქმნასთან დაკავშირებით მისოებს მეტად მორგებული კანონმდებლობა შესთავაზონ

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, გამორიცხული არ არის, სებ-მა მისოებს მეტად სრულყოფილი კანონმდებლობა შესთავაზოს. თურნავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სებს მიკრობანკად გარდაქმნასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთმა ბანკმა, MBC-იმ მიმართა.

„ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მომართვაა, MBC-ის, თუმცა ველოდებით სხვა მომართვებსაც. მიკრობანკის ლიცენზია არის ახალი ჩარჩო, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ბაზარს. არც ის არის გამორიცხული, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ გარკვეული სრულყოფაც შევთავაზოთ ბაზარს, რომ უფრო მეტად ვიყოთ მორგებული მისოების მოლოდინებზე, ვისაც სურვილი აქვს, რომ გაიზარდოს, განვითარდეს და მიკრობანკად გარდაიქმნას. დღევანდელი კანონმდებლობის ფარგლებში ერთი მომართვა უკვე გვაქვს და ველოდებით სხვებსაც“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: მმართველ უმრავლესობას მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების გამარტივება სურს.

პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებელს აღარ მოუწევს ეროვნულ ბანკში ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები